გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური: პეპის გეგმა ახალ წლამდე [VIDEO]

AutoSharing Option
12 გოლის გატანა უტოპია არა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საკმაოდ არარეალური იყო - "ბაიერნმა" "ჰამბურგს" მხოლოდ სამი აკმარა და ერთი გაუშვა კიდეც, საბოლოოდ 3:1 მოიგო და შემოდგომის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. მატჩის შემდეგ მიუნხენელები პირდაპირ თვითმფრინავში ჩასხდნენ და მაროკოსკენ აიღეს გეზი, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებენ და მორიგი ტიტულის მოგებას შეეცდებიან.

ამრიგად, ხოსეპ გვარდიოლამ ახალ წლამდე პირველი მისია წარმატებით შეასრულა, ბუნდესლიგის პირველი წრე მოიგო და ახლა მსოფლიოს ჩემპიონობას უმიზნებს, რის შემდეგაც პეპი და კომპანია შობა-ახალ წელს მშვიდად, იდეალური განწყობით შეხვდებიან. "ჰამბურგთან"
შეხვედრის საფინალო სასტვენის შემდეგ "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ფანებთან ერთად 2013 წელს უკანასკნელად იზეიმეს - ეს წელი რეკორდმაისტერისთვის ხომ მართლაც განსაკუთრებულად წარმატებული იყო (გერმანიის ჩემპიონობა, თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, 99 შესაძლოდან 93 ქულა, 41-მატჩიანი წაუგებელი სერია ბუნდესლიგაში).

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "ბაიერნი" პირდაპირ ნახევარფინალშია, სადაც 17 დეკემბერს ჩინურ "გვანჯოუს" (მარჩელო ლიპის გუნდი) შეხვდება, ფინალი კი მომავალ შაბათსაა დაგეგმილი და ბავარიელები ამ ტურნირს ძალიან სერიოზულად უყურებენ, რაც თავად გვარდიოლამ დაადასტურა: "მაროკოში მომდევნო ტიტულის მოსაპოვებლად მივფრინავთ. მიუხედავად გამარჯვებისა, "ჰამბურგთან" ნაჩვენები ფეხბურთით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ - ბურთს მოსალოდნელზე ხშირად ვკარგავდით," - აღნიშნა პეპმა.

თუ რამდენად სერიოზულად უყურებს გვარდიოლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ "ბაიერნს" მაროკოში გამგზავრება კვირასაც შეეძლო, მაგრამ პეპმა დაიჩემა, შაბათს უნდა წავიდეთო. მას უნდოდა, რომ გუნდს აკლიმატიზაციისთვის ერთით მეტი დღე ჰქონოდა.

აღსანიშნავია, რომ თუ "ბაიერნი" მაროკოდან გამარჯვებული დაბრუნდება, ეს გვარდიოლასთვის მსოფლიოს მესამე ჩემპიონობა იქნება - აღნიშნული ტურნირი მას "ბარსელონასთან" ერთად ორჯერ აქვს მოგებული.

"ამ ტიტულის მოგება ძალიან გვინდა. თუ მსოფლიოს ჩემპიონებიც გავხდებით, თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ 2013 წელი ჩვენთვის იდეალური იყო,"
- ეს ფრანკ რიბერის სიტყვებია.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის პირველი წრის უკანასკნელ მატჩს (შტუტგარტში) 29 იანვარს გამართავს, თუმცა, როგორც ვთქვით, მიუნხენური გრანდი უკვე შემოდგომის ჩემპიონია. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ბუნდესლიგის პირველი წრე სულ 18-ჯერ მოიგო და აქედან 15-ჯერ გერმანიის ჩემპიონიც გახდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კლოპმა ვერ გათვალა
დორტმუნდის "ბორუსია" ბუნდესლიგაში ისევ ვერ იგებს და "ბაიერნს" უფრო და უფრო შორდება. იურგენ კლოპის შეგირდებმა ამჯერად ჰოფენჰაიმში წაიფორხილეს - პირველი ტაიმი ჩააგდეს, 0:2-ს აგებდნენ და საბოლოოდ მხოლოდ 2:2-ს დასჯერდნენ. მარსელში მოგებული მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ, რომელმაც "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, კლოპმა ზედმეტად თამამ როტაციას მიმართა.

დისკვალიფიცირებული სოკრატისი დაცვის ცენტრში მანუელ ფრიდრიხმა შეცვალა და მის გვერდით ისევ ახალგაზრდა ზარმა ითამაშა, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. რაც შეეხება მოულოდნელობებს: კლოპმა მარსელის გმირი გროსკროიტციც სკამზე დასვა და მასთან ერთად, ძირითადში არც მხითარიანი და მეკარე ვაიდენფელერი გაამწესა. სათადარიგო გოლკიპერი ლანგერაკი გაოცებული იყო და ამას არც მალავდა - ნამდვილად არ ველოდი, თუ "ჰოფენჰაიმთან" მე ვითამაშებდიო.

"ბორუსია" მხოლოდ 0:2-ის შემდეგღა გამოცოცხლდა: დორტმუნდელები თამაშში ობამეიანგისა და პიშჩეკის გოლებით დაბრუნდნენ, მატჩის მიწურულს კი იღბალმა უმტყუნათ, თორემ მოიგებდნენ კიდეც - ლევანდოვსკიმ, როისმა და შიბერმა რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს. "როცა ამდენ მომენტს შექმნი, თამაშსაც უნდა იგებდე. წარუმატებლობა ჩვენივე ბრალია! დღევანდელი მატჩის 7:3-ზე მოგება შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ," - ხასიათწამხდარი იყო ნამატჩევს კლოპი.

ამ ფრის შემდედ "დორტმუნდი" "ბაიერნს" უკვე 12 ქულით ჩამორჩება და თუკი წინა ტურის შემდეგ კლოპის გუნდი საჩემპიონო სიიდან მხოლოდ ექსპერტებმა ჩამოწერეს, ახლა "ვერცხლის სინზე" ხელი უკვე თავად დორტმუნდელმა ფეხბურთელებმაც ჩაიქნიეს. ნური შაჰინი: "არა მგონია, რომ რომელიმე ჩემი თანაგუნდელი ჯერ კიდევ ფიქრობდეს გერმანიის ჩემპიონობაზე." სებასტიან კელი: "ბაიერნი" წელსაც გაჩემპიონდება, ჩვენ კი "ლევერკუზენთან" და "გლადბახთან" გვექნება საქმე."

ასე რომ, დორტმუნდელებმა ბუნდესლიგაში თამაში ვერც "მარსელთან" მოგების შემდეგ გამოასწორეს - კლოპის გუნდს ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანელი მსაჯები ისევ ურევენ
ბუნდესლიგის მე-16 ტურში მსაჯებზე ისევ ჩვეულებრივზე ბევრი იყო სალაპარაკო. ძალიან საინტერესო და დაძაბული იყო "ჰანოვერისა" და "ნიურნბერგის" დაპირისპირება, რომელსაც ნიურნბერგელები 3:0-ზე იგებდნენ და ცხადია, ეჭვი აღარავის ეპარებოდა იმაში, რომ ამ სეზონში პირველ (!) გამარჯვებას იზეიმებდნენ, მაგრამ "ჰანოვერმა" წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხა და მატჩი 3:3 დასრულდა.

დისკუსია კი ჰანოვერელთა მეორე გოლს მოჰყვა, რომელიც მამე დიუფმა 87-ე წუთზე აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. სენეგალელი ბიტენკურის პასის მომენტში თითქმის ორმეტრიან (!) ოფსაიდში გახლდათ, რაც ვერც მთავარმა მსაჯმა ტორსტენ კინჰიოფერმა დაინახა და ვერც მისმა ასისტენტებმა. მატჩის შემდეგ კინჰიოფერმა შეცდომა აღიარა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა "ნიურნბერგს" ეს ბოდიში არაფერში არგია.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის. სტატისტიკოსების ცნობით, ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში არბიტრებმა უკვე 50 სერიოზული შეცდომა დაუშვეს, რაც შარშან ამ დროინდელ მონაცემზე უარესია. ამ 50 შეცდომას შორის იყო შტეფან კისლინგის "გოლი-მოჩვენებაც", რომელზეც არაერთხელ დავწერეთ.

ამავე ტურში სერიოზული შეცდომა დაუშვა დენიზ აითექინმაც, რომელიც "ვოლფსბურგისა" და "შტუტგარტის" შეხვედრაში მსაჯობდა. შვაბთა თავდამსხმელ ვერნერის დარტყმის შემდეგ "მგლების" მცველმა კნოხემ ბურთი კარიდან გამოიტანა, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა! შტუტგარტელებმა ეს თამაში 1:3 წააგეს...

"ლევერკუზენი" დამარცხდა!
15 დეკემბერს მოულოდნელი მარცხი იწვნია "ლევერკუზენმა" (0:1 "აინტრახტთან") და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ ტურში "ბაიერნის" მთავარი მდევრებიდან ვერცერთმა მოიგო ("გლადბახმა" მაინცში 0:0 ითამაშა). "ფარმაცევტები" მეორე ადგილზე კი დარჩნენ, მაგრამ რეკორდმაისტერს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. ასე რომ, "ბაიერნის" ჩემპიონობას წყალი მართლაც აღარ გაუვა.

ბუნდესლიგა. XVI ტური

ჰერტა-ვერდერი 3:2
გოლები: 0:1 პეტერსენი (15), 1:1 რამოსი (17-პენ), 2:1 რამოსი (26), 2:2 ჰანტი (32), 3:2 რონი (48)
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ბრუკსი (38. ნიმაიერი), ნ. შულცი - ჰოსოგაი, ჩიგერჩი - მ. ნდიენგი, რონი, სკიელბრედი (81. კობიაშვილი) - რამოსი (75. ვაგნერი).
ვერდერი (4-2-3-1): ვოლფი - გებრე სელასიე, ლუკიმია, კალდიროლა, გარსია - ბარგფრედე, მაკიადი (71. ექიჩი) - ელია, ჰანტი, დი სანტო - პეტერსენი.
გაფრთხილება: ჩიგერჩი - გებრე სელასიე, გარსია
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12(4)-8(4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 48 721

ბაიერნი-ჰამბურგი 3:1
გოლები: 1:0 მანჯკიჩი (42), 2:0 გიოტცე (52), 2:1 ლასოგა (87), 3:1 შაჩირი (93)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, დანტე, კონტენტო - ლამი - თ. მიულერი (78. შაჩირი), ტიაგო ალკანტარა, ტ. კროოსი (82. ჰოიბერგი), გიოტცე (64. რიბერი) - მანჯუკიჩი.
ჰამბურგი (4-2-3-1):Lდრობნი - რინკონი, თაა, ჯურუ, იანსენი - ბადელი, არსლანი - ზუა (85. ლამი), ვან დერ ვაარტი, ჩალჰანოღლუ (76. ირაჩეკი) - ლასოგა.
გაფრთხილება: ვან დერ ვაარტი, დრობნი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 22(8)-13(6); ბურთის ფლობა: 75%-25%.
მაყურებელი: 71 000

ჰანოვერი-ნიურნბერგი 3:3
გოლები: 0:1 ჰლუშეკი (30), 0:2 დრმიჩი (38), 0:3 ნილსონი (41), 1:3 ბიტენკური (60), 2:3 მ. დიუფი (87), 3:3 მ. დიუფი (92)
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, სანე, პრიბი (81. პანდერი) - შტინდლი, ანდრეასენი - შმიდებახი (46. ბიტენკური), ჰუსტი - მ. დიუფი, ა. ზობიეხი (74. სულეიმანი).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, პოგატეცი, პლატენჰარდტი - ჰასებე, ფრანტცი (88. მაკი) - დრმიჩი (72. ფოილნერი), კიოტაკე, ჰლუშეკი - გინჩეკი (76. პეკჰარტი).
გაფრთხილება: ჰუსტი, შტინდლი, ანდრეასენი - პოგატეცი, ჰლუშეკი, რ. შეფერი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 21(6)-16(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 38 100

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 2:2
გოლები: 1:0 შიპლოკი (17), 2:0 ფოლანდი (37), 2:1 ობამეიანგი (44), 2:2 პიშჩეკი (67)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გრალი - ბეკი, ზიულე, ვესტერგაარდი, ტოლიანი - რუდი (91. შტრობლი), პოლანსკი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ჰერდლინგი (71. ფ. ჯონსონი) - შიპლოკი (69. სალიჰოვიჩი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - პიშჩეკი, მ. ფრიდრიხი, ზარი, დურმი - ნ. შაჰინი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (66. მხითარიანი), როისი (87. შიბერი), ობამეიანგი (66. ი. ჰოფმანი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ფოლანდი, პოლანსკი - როისი, მ. ფრიდრიხი, ნ. შაჰინი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 14(4)-16(8); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 30 150

მაინცი-გლადბახი 0:0
მაინცი (4-1-4-1): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, პარკი - გაისი - მალი (83. ჟუნიორ დიასი), ნ. მიულერი, სოტო (46. ზალერი), ჩუპო-მოტინგი (75. შ. პარკერი) - ოკაზაკი.
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, შტრანცლი, ვენდტი - კრამერი, ჯაკა - ჰერმანი (89. ნორდტვეიტი), არანგო (88. ჰრგოტა) - რაფაელი (88. ლ. დე იონგი) - კრუზე.
გაფრთხილება: ჯაკა, ჰერმანი
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 6-8; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 6(0)-10(1); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 34 000

აუგსბურგი-ბრაუნშვაიგი 4:1
გოლები: 1:0 ვერჰეგი (23-პენ), 2:0 ჰანი (30), 3:0 ჰანი (33), 3:1 იორლი (48), 4:1 ჰალილ ალთინთოფი (75)
აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (86. ჰონგი), ტო. ვერნერი (66. მ. დე იონგი) - ბობადილია (71. მილიკი).
ბრაუნშვაიგი (4-3-2-1): დავარი - ელაბდელაუი, ბიჩაქჩიჩი, კორეია, თოიერკაუფი - კრატცი (64. კორტე), ვრანჩიჩი, ბოლანდი (46. კუმბელა) - ბელარაბი (20. კრუპკე), იორლი - ადემი.
გაფრთხილება: ბობადილია, მ. დე იონგი - კრატცი, იორლი
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 20(8)-9(1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 28 010

ვოლფსბურგი-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 როდრიგესი (38), 2:0 დიეგო (53), 2:1 ტი. ვერნერი (57), 3:1 პერიშიჩი (78)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, მედოიევიჩი - დ. კალიჯური, არნოლდი (81. კოო), დიეგო (72. პერიშიჩი) - ოლიჩი (79. დოსტი).
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - გ. საკაი, ნიდერმაიერი, რიუდიგერსი, რაუში - ლაიტნერი, გენტნერი - ჰარნიკი, ტრაორე (70. სარარერი/91. მაქსიმი) - იბიშევიჩი (83. აბდელაუ), ტი. ვერნერი.
გაფრთხილება: მედოიევიჩი, დიეგო - რაუში, ჰარნიკი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12(6)-9(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 25 501

შალკე-ფრაიბურგი 2:0
გოლები: 1:0 ჰიოფლერი (44-საკ. კარში), 2:0 ფარფანი (67-პენ)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰუგლანდი, მატიპი, ფელიპე სანტანა, კოლასინაცი - კ. ბოატენგი, ნოიშტედტერი - ფარფანი (88. პაპადოპულოსი), მ. მაიერი (82. გორეტცკა), ფუხსი (58. ჯონსი) - სალაი.
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, კრმასი, ჰიონი, კ. გიუნტერი - გინტერი, ჰიოფლერი (62. ალბუტატი) - დარიდა, ფერნანდესი (62. კლაუსი) - გუედე, მეჰმედი (73. ჰანკე).
გაფრთხილება: ფერნანდესი, კრმასი, ჰიოფლერი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 13(4)-8(1); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 60 661

ლევერკუზენი-აინტრახტი 0:1
გოლი: 0:1 რუსი (61)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი (84. იოზთუნალი), ვოლშაიდი, თოფრაქი, ჩანი - როლფესი - ლ. ბენდერი (67. ჰეგელერი), კასტრო - კრუსი (68. დერდიოკი), სონი - კისლინგი.
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ჯაპკა - რუსი (76. ბარნეტა), შვეგლერი - შრიოკი (87. ბაკალორცი), როზენტალი, ფლუმი - ხოსელუ.
96-ე წუთზე ხოსელუმ (აინტრახტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: კისლინგი, ჰეგელერი, როლფესი, ვოლშაიდი - სამბრანო, ფლუმი, შვეგლერი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 15-23; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 15(7)-16(5); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 26 242

ბომბარდირები: 11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 10 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 9 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი); 8 - მაქს კრუზე (გლადბახი), რაფაელი (გლადბახი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური

20 დეკემბერი.
აინტრახტი-აუგსბურგი.

21 დეკემბერი.
დორტმუნდი-ჰერტა, ვერდერი-ლევერკუზენი, ფრაიბურგი-ჰანოვერი, ჰამბურგი-მაინცი, ბრაუნშვაიგი-ჰოფენჰაიმი, ნიურნბერგი-შალკე.

22 დეკემბერი.
გლადბახი-ვოლფსბურგი.

29 დეკემბერი.
შტუტგარტი-ბაიერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული