იუვეს ჰუნტელაარი მოუნდა

AutoSharing Option
როგორც იცით, "შალკეს" ტურინის "იუვენტუსის" საყრდენი ნახევარმცველის, მოჰამედ სისოკოს გადაბირება უნდა და ამას წინათ ისიც გაცნობეთ, რომ გელზენკირხენული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და მენეჯერმა ფელიქს მაგათმა "ბებერ ქალბატონს" სისოკოს ივან რაკიტიჩში გაცვლა შესთავაზა.

მაგრამ "იუვეს" რაკიტიჩი არ სჭირდება, რადგან ეს უკანასკნელი გამთამაშებელია, ტურინელთა თავკაცი ლუიჯი დელნერი კი ფლეიმეიქერზე უარს ამბობს. რაკი "შალკე" სისოკოში ფულის გადამხდელი არ ჩანს ("ხუმარებს" ისედაც ფინანსური კრიზისი აქვთ), ტურინულმა გრანდმა "შალკეს" გაცვლის ახალი ვარიანტი შესთავაზა და სისოკოს სანაცვლოდ, ფულის დამატებით, ჰოლანდიელი გოლეადორი კლაას-იან ჰუნტელაარი მოსთხოვა. ეს ინფორმაცია
გუშინ იტალიურმა გაზეთმა "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული