ბას დოსტს საშუალოდ უფრო მეტი გააქვს, ვიდრე ლიონელ მესის

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" თავდამსხმელმა ბას დოსტმა "ჰერტასთან" ბუნდესლიგის 22-ე ტურის მატჩში დუბლი შეასრულა. გამომდინარე აქედან, 25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობა 11-მდე აიყვანა. ამ მაჩვენებლის მისაღწევად დოსტს 11 მატჩი დასჭირდა.

"ვოლფსბურგის" თავდამსხმელს გოლი საშუალოდ ყოველ 66 წუთში გააქვს.

ამ მონაცემების მიხედვით, დოსტი მხოლოდ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება, რომელსაც გოლი საშუალოდ ყოველ 64 წუთში გააქვს.

"ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის კი ამისთვის საშუალოდ 81 წუთი სჭირდება, რაც სეზონის მიხედვით, მესამე მაჩვენებელია.

მონაცემები დათვლილია მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც სეზონში 10 და
მეტი გოლი აქვთ გატანილი.

მომზადებულია De Telegraaf-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური: ისევ გიჟური ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული