რობერტ ლევანდოვსკისა და არიენ რობენს შორის კონფლიქტი მოხდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებს - არიენ რობენსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის ვარჯიშზე კონფლიქტი მოხდა.

გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ვარჯიშის დროს ლევანდოვსკიმ რობენს უყვირა და მას ეგოისტი დაუძახა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ პოლონელმა ფეხბურთელმა მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა: "თქვენ თავად ნახეთ ყველაფერი".

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა ფეხბურთელებს შორის მომხდარ ფაქტზე ისაუბრა.

"არაფერი პრობლემა არაა იმაში, თუ ფეხბურთელი ზოგჯერ ბრაზდება. დაფიქრდით, რამდენჯერ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში ჩემი კარიერის განმავლობაში?", - თქვა ზამერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული