"აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გახდა

AutoSharing Option
ფრანკფურტის "აინტრახტმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდის ახალი თავკაცი ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ნიკო კოვაჩია.

ახალგაზრდა სპეციალისტს "არწივებთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს, ოღონდ იმ პირობით, თუ გუნდი წლეულს ბუნდესლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

"აინტრახტის" წინა თავკაცი არმინ ფე რამდენიმე დღის წინათ მოხსნეს. მიზეზი გუნდის ცუდი შედეგებია - "აინტრახტს" 25 ტურში მხოლოდ 24 ქულა აქვს და ბუნდესლიგაში მე-16 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული