"ზოგადად, რაც ხდება გასახდელში, მანდვე რჩება. ვისაც რა არ უნდა ეთქვა იმ მიზნით, რომ ჩემთვის ზიანი მიეყენებინა, მან ეს შეძლო. თუმცა მომდევნო სეზონში მე აქ არ ვიქნები, ამიტომ ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის, ეს "ბაიერნის" პრობლემაა. ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს რამდენჯერმე მოხდა.
ჩემთვის ნორმალურია ველაპარაკო ფეხბურთელებს, პერსონალს და მათ ჩემი აზრი გავუზიარო. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს ზურგს უკან ლაპარაკობენ, რომ
შესაძლოა ეს ადამიანი დარჩეს კლუბში მომდევნო სეზონშიც. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში ეს ადამიანი ზიანს არა მე, არამედ კლუბს და გუნდს აყენებს. განვმეორდები მე აქ არ ვიქნები, ამიტომ ეს უკვე კლუბის პრობლემაა", - განაცხადა გვარდიოლამ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით