ინგლისელი მეკარე მატჩის დროს ნამცხვრის ჭამის გამო შესაძლოა დასაჯონ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის მეხუთე დივიზიონის კლუბის, "სატონ იუნაიტედის" მეკარე უეინ შოუ მატჩის დროს ნამცხვრის მირთმევის გამო შესაძლოა დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

საქმე ისაა, რომ შესაძლოა შოუმ ტოტალიზატორში მონაწილების აკრძალვა დაარღვია, იტყობინება Daily Mirror-ი.

ლონდონის "არსენალთან" (0:2) ინგლისის თასის 1/8-ფინალური მატჩის 125-კილოგრამიანმა მეკარემ ძალების აღდგენა ნამცხვრით გადაწყვიტა.

ხოლო ერთ-ერთ ბუკმეკერულ კანტორაში ფსონები იდებოდა იმაზე, რომ შოუ სათადიგოთა სკამზე ნამცხვრის ჭამას დაიწყებდა. შოუს მეგობრებმა კი ამაზე ფსონი დადეს.

წესები უკრძალავს სპორტსმენებს, გააკეთონ ფსონები და ასევე, შეჯიბრებებთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაცია გააჟღერონ, რომელშიც მონაწილეობას იღებენ.

შოუს თქმით, მან
მართლაც უთხრა თავის მეგობრებს, რომ თამაშის დროს წახემსებას აპირებდა, მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნა, რომ იხუმრა და ტოტალიზატორის შესახებ არაფერი იცოდა.

"რამდენიმე მეგობარმა ფსონი დადო. მაქსიმუმ, ბილეთის ღირებულების ფული მოეგოთ", - გამოთქვა აზრი შოუმ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერტი მაგის ნახტომსი მოგერიებული ბურტი მაჩვენა
ალეკსანდრე
19:52 21-02-2017
0
ეს ტიპი თუ კარში იდგა არსენალთან და 2 გოლის მეტი არ გაუშვა ოქროს ბურთის კანდიდატად უნდა დაასახელონ
kote
19:44 21-02-2017
0

სიახლეები პოპულარული