The Telegraph-ის ცნობით, ფეხბურთელებს "არსენალიდან" წასვლა სეზონის დასრულების შემდეგ სურთ.
იოზილმა კლუბის შემოთავაზებას, გაეგრძელებინათ კონტრაქტი, ჯერ კიდევ არ უპასუხა. ლონდონელები გერმანელს კვირაში 200 ათას ფუნტს სთავაზობენ. წყაროს ინფორმაციით, იოზილმა გერმანელ მეგობრებს უთხრა, რომ კლუბის დატოვება სურს.
რაც შეეხება ოქსლეიდ-ჩემბერლენს, "არსენალმა" მას კონტრაქტი ჯერ არ შესთავაზა, ხოლო ამჟამინდელის ვადა 2018 წლის ზაფხულში იწურება.
წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელს არ მოსწონს, რომ კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივების ამბავს აჭიანურებს და შემოთავაზების შემთხვევაში უარს იტყვის.