იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა

AutoSharing Option
ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ ცნობილმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო. Haberler-ის ინფორმაციით, ის მმართველი "სამართლიანობა და განვითარების" პარტიის აღმასრულებელ კომიტეტში აირჩიეს.

ანკარაში მმართველი პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იოზილი ხელმძღვანელობის რიგებს შეუერთდა. მადრიდის "რეალის", "არსენალის" და რამდენიმე სხვა გუნდის ყოფილი ნახევარმცველი პარტიის ლიდერის რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიდი ხნის მხარდამჭერია.

შეხსენებისთვის, იოზილი ეთნიკურად თურქია, მაგრამ გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა და ამავე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. კარიერის ბოლოს ის საგვარეულო სამშობლოში დაბრუნდა, სადაც "ფენერბაჰჩესა" და "ბასაკშეჰირის" ღირსებას
იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ეტყობა დედა არ ეცოდება.იმიტომ ყველაზე მეტად გაპოლიტიკურ სპორტსმენების დედებს ახსენებენ.განსაკუთრებით წარმატებული სპორტსმენების,მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონების.
შუბლზე ძარღვ გაწყვეტილები.
14:06 25-02-2025
3
ეს თურქია თუ ქურთი მაინც ვერ გავარკვიე ბოლომდე
სიმენონი
20:08 24-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული