ფრანგმა კი ახლა აღნიშნა, რომ შეცდა და ჯერ კონკრეტულად არაფერია ცნობილი. მუსიე არსენი პოსტზე 1996 წლიდან მუშაობს და პირველად არის ასეთი რეალური საფრთხის წინაშე, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს, მისი "მეთოფეები" ამჟამად მე-6 ადგილზე იმყოფებიან.
"დიახ, ის განცხადება მართლაც გავაკეთე, მაგრამ გამოდის, რომ შევცდი და ჩემს პირად ამბებსა და მომავალზე საუბარი აღარ მსურს, აღარ ვაპირებ. ახლა ამის დრო არც არის, გუნდის მიზანი დარჩენილი მატჩების მაღალ
გაურკვეველი და ბუნდოვანია მესუთ იოზილისა და ალექსის სანჩესის მომავალიც. იოზილი დამატებით შარშიც გაეხვა. იგი "ტოტენჰემთან" მატჩის მერე დოპინგ-ტესტზე წაიყვანეს, გერმანელმა "უაით ჰართ ლეინის" ერთ-ერთი კარი დააზიანა და შესაძლოა, დაისაჯოს. იმ შეხვედრაში "დეზებმა" 2:0 იმარჯვეს და ამ მოგებით, 1995 წლის მერე პირველად, სეზონის "არსენალზე" წინ დასრულება გაინაღდეს.
"არ მგონია, რომ მესუთი დოპინგ-ტესტზე წაყვანის გამო გაღიზიანებულიყო. იგი სავარაუდოდ, თამაშის შედეგმა გამოიყვანა წყობიდან. ამ ინციდენტის შესახებ მოგვიანებით გავიგე და იოზილთან ჯერ არ მილაპარაკია, ყოველთვის კარგია და საჭიროა ფეხბურთელის ვერსიის მოსმენაც. არასასიამოვნო შემთხვევაა, მაგრამ ერთი ამბის ატეხვა არ ღირს" - დაამატა ვენგერმა.
"არსენალს" ახლა ორი მძიმე მატჩი აქვს - კვირას "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" და ოთხშაბათს ასევე გასვლაზე "საუთჰემპტონთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"