გარიგება, რომლის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა, ოფიციალურადაა დადასტურებული. ინგლისის ნაკრების კარის დარაჯი, რომელიც პეპ გვარდიოლამ აითვალწუნა, "მანჩესტერ სიტიმ" კვლავ არენდით გაუშვა, ამჯერად - "ვესტ ჰემში".
30 წლის კიპერმა, გასული სეზონი, იტალიურ "ტორინოში" გაატარა და სერია A-ში გუნდის კარი 36-ჯერ დაიცვა.
მანამდე, "მანჩესტერ სიტისა" და "ბირმინგემის" მაისურით, ჰარტს, პრემიერლიგაში, 302-ჯერ უთამაშია და კარი მშრალად 119-ჯერ შეუნახავს. ინგლისელ მეკარეებს შორის, პრემიერლიგის ისტორიაში, უფრო მეტი მშრალი თამაში მხოლოდ დევიდ ჯეიმსს