მანჩინი ჩემპიონობას უმიზნებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" დამრიგებელი აცხადებს, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდის მიზანი ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლა იქნება.
"ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ პრემიერლიგა მოვიგოთ. მთავარია, საკუთარი თავისა გვწამდეს. ბოლო დროს საგრძნობლად გავძლიერდით. თუკი წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მეოთხე ადგილის დაკავებაც კი ვერ შევძელით, ახლა ჩემპიონობის ძალა შეგვწევს", - ამბობს რობერტო მანჩინი.

მან კლუბის მომავალ სავარაუდო ტრანსფერებზეც ისაუბრა: "ფერნანდო ტორესი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ბუნებრივია, მისი შეძენის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ საკითხავი ისაა, მოისურვებს თუ არა იგი ჩვენთან თამაშს. იგივე სიტუაციაა ჯეიმს
მილნერთან დაკავშირებითაც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული