"დაუჯერებელია. სულ სამი დღეა რაც ვვარჯიშობ, სამად სამი დღე... სხვა ფეხბურთელებს მზადება უკვე სამი კვირის დაწყებული აქვთ. წარმოგიდგენიათ, რა უპირატესობა აქვთ დანარჩენებს ჩემთან
გადაკეთებული არ გახლავთ, მაგრამ სავარჯიშო მაისურიც ზედმეტად მოტკეცილი იყო და სხეულს ზედმიწევნით კვეთდა. ამწუთას მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: დღეს, გაცილებით უკეთესად ვარ ვიდრე მაშინ, ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ "არსენალში" რომ მივედი. იქ, "არსენალში" ფორმა აღვიდგინე და ვფიქრობ, გასული სეზონის ბოლო მონაკვეთი შესანიშნავად ვითამაშე".
კემპბელმა კარგად იცის, რომ ფორმის სწრაფად აღდგენა შეუძლებელია, თუმცა ისიც შესანიშნავად მოეხსენება, რომ თავისას მიაღწევს და "ნიუკასლის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდება.
"ვერაფერს შევცვლი, ასეთად დავიბადე - ზორბა კაცი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ფორმაში სწრაფად ჩადგომასა და წონის დაკლებას ვერ დავაძალებ, რადგან ამან შეიძლება ტრავმები გამოიწვიოს. რასაკვირველია, მესმის, რომ მწვრთნელს შემადგენლობაში ვჭირდები, მაგრამ სეზონის დაწყებამდე, ხომ ჯერ კიდევ ორი კვირაა. მე ჩემთვის ჩვეულ სპორტულ ფორმაში ჩასადგომად სამი, მაქსიმუმ, ოთხი კვირა მჭირდება.
ეს ყველაფერი ადრეც გადახდენია, მომისმენია, მითქვამს და მინახავს. იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ვიცი ასეთ დროს რა უნდა გავაკეთო. წინ ხანგრძლივი სეზონია და იდიოტებს ყური არ უნდა დავუგდო. ფორმაში იმდენ ხანში ჩავდგები, რამდენი ხანიც ჩემს ორგანიზმს სჭირდება საამისოდ. რასაკვირველია, თამაშებს შორის დამატებითი ვარჯიშები დამჭირდება. ერთი სიტყვით, მინდა ყველა შერყეულმა იცოდეს, რომ მე დიდებულ გუნდში გადავედი, სადაც დიდებული მწვრთნელის (კრის ჰაფტონის) ხელმძღვანელობით უნდა ვითამაშო. ამიტომაც, ჯერ მაცადეთ, ავთამაშდები და დასკვნები მერე გამოიტანეთ".