იოლი კლუბის ბაზაზე ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ინგლისში მალე ჩავა და მუშაობას შეუდგება. 55 წლის სპეციალისტმა ლონდონელებთან ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც აღნიშნულია, რომ თუკი თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება, ხელშეკრულება ავტომატურად 12 თვით გაგრძელდება.
“მე ბედნიერი ვარ, რომ ამიერი
ჰოლანდიელისთვის ეს არ იქნება პირველი კლუბი ინგლისურ ლიგაში. 2004-დან 2007-მდე ის ხომ “ტოტენჰემს” ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით “დეზებმა” ორჯერ დაიკავეს იმ დროისთვის სარეკორდო მე-5 ადგილი (რაც შარშან ჰარი რედნაპმა გააუმჯობესა). მას უმუშავია მშობლიური ჰოლანდიის ლიგის უამბიციო კლუბებში, კერძოდ “როდასა” და “ვაალვაიკში”, ასევე გერმანულ “ჰამბურგში”. იოლის კარიერის პიკად შეიძლებოდა “აიაქსი” ქცეულიყო, მაგრამ იოჰან კრუიფის თქმისა არ იყოს, მას ამისთვის აიაქსელობა არ ეყო და ასეთი დიდი სახელის მქონე კლუბში შექმნილ წნეხს ვერ გაუძლო. შესაბამისად, ის ამსტერდამული გრანდიდან დროზე ადრე გაუშვეს.