გამორიცხული არაა, ლასანა დიარამ კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. "რეალის" ფრანგ საყრდენს გერმანელი სამი ხედირას შეძენის შემდეგ არ სჯერა, რომ ჟოზე მოურინიო მას სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ათამაშებს და თავად გამოთქვა წასვლის სურვილი.
სერ ალექს ფერგიუსონს კი დიარას თამაშის მანერა ძალიან მოსწონს და იგი პერმანენტულად ტრავმირებული ოუენ ჰარგრივსის იდეალურ შემცვლელად მიაჩნია.
"მანჩესტერის" გარდა, დიარას გადაბირების სურვილი "მილანმა", "იუვენტუსმა" და "ნიუკასლმა" გამოთქვეს.