რედნაპი კინს აქებს, მაგრამ...

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" თავკაცი ჰარი რედნაპი რობი კინის მონდომებით კმაყოფილია. ირლანდიელმა თავდამსხმელმა გასული სეზონი იჯარით გლაზგოს "სელტიკში" გაატარა და ახლა ხელმეორედ ცდილობს ლონდონურ კლუბში დამკვიდრებას.

"კინი თავისი საქმის პროფესიონალია და დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშობს. ნამდვილად არ მინდა მისი გაშვება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა იგი "ტოტენჰემში". გააჩნია, მივიღებთ თუ არა ხელსაყრელ წინადადებას", - ამბობს რედნაპი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული