სეზონისთვის მზად არ ვართ

AutoSharing Option
ამას დიდიე დროგბა ამბობს, რომელიც ინგლისის სუპერთასზე "მანჩესტერის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩით უკმაყოფილო დარჩა.
"თამაშის ხარისხი სასწრაფოდ თუ არ გავაუმჯობესებთ, პრემიერლიგაში კარგი სტარტის აღება გაგვიჭირდება. "ჩელსის" ფეხბურთელებს ოპტიმალურ ფორმამდე ბევრი უკლიათ, რაც გასაკვირი სულაც არაა. ზოგიერთმა ჩვენგანმა ხომ საზაფხულო შვებულების შემდეგ ვარჯიში ათიოდე დღეა, განაახლა.

ყველაფრის მიუხედავად, საქმე საგანგაშოდ მაინც არ გვაქვს. ჩვენი საუკეთესო თვისებების წარმოსაჩენად ორი-სამი კვირა გვჭირდება. ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება, ყველაზე კრიტიკულად საკუთარი თავის მიმართ ვარ განწყობილი.

ოპტიმიზმს არ ვკარგავ, "ჩელსი" ახალ სეზონში ძველებურად ძლიერი იქნება და შესაძლოა,
მეტოქეებს კიდევ უფრო დიდი უპირატესობით ვაჯობოთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ტურნირზე წარმატებით ვითამაშებთ", - აცხადებს დროგბა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული