"ასტონ ვილაში" გატარებული წლები შესანიშნავი იყო. მწყინს, ასეთ დიდ კლუბს რომ ვტოვებ. მონდა მადლობა ვუთხრა ფეხბურთელებს, მწვრთნელთა შტაბს და ფანებს, რომლებიც აქ მუშაობის წლებში სულ გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ".
თავის მხრივ მწვრთნელს
მოკლედ, როგორც ამერიკელები იტყვიან: ბლა-ბლა-ბლა. ზემოთ მოყვანილი ფრაზებით ვერავინ გაიგებს, რატომ გაიქცა ო'ნილი გუნდიდან, რომელსაც ახალი სეზონისთვის დიდი ენთუზიაზმით ამზადება. დაგვეთანხმბით, ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი-ხუთი დღით ადრე მწვრთნელის გუნდიდან წასვლა ჩვეულებრივი ამბავი ვერ იქნება და ის მტკნარი, დიპლომატიური განხადებების გარდა, კიდევ ითხოვს რაღაცას... ალბათ, სიმართლის დადგენას.
დღეს კი ო'ნილის შემცვლელებად ხორვატი სლავენ ბილიჩისა და ამერიკელი ბობ ბრედლის კანდიდატურებს ასახელებენ. ამბობენ, ეს ორი სპეციალისტი ყველაზე რეალური კანდიდატიაო.
ო'ნილი კი... მას მერე, რაც "ასტონ ვილამ" ჯეიმს მილნერი "მანჩესტერ სიტის" ფაქტობრივად მიჰყიდა, ის საშინლად გაღიზიანებული გახლდათ. მწვრთნელის პოზიცია ასეთი იყო - თუ მილნერს ვერ ვინარჩუნებთ, რადგან მის სანაცვლოდ ისტლენდერები მომხიბლავ თანხას იხდიან, მაშინ გავყიდოთ, ოღონდ, სანაცვლოდ, აუცილებლად შევიძინოთ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელიო...
ამგვარ მიდგომას არ იზიარებდა ბირმინგემული კლუბის მეპატრონე რენდი ლერნერი, რომელსაც მილნერის გაყიდვა გასავალ-შემოსავლის დასაბალანსებლად უფრო სჭირდებოდა. ამას ეშლი იანგის გაყიდვის საფრთხეც დაერთო და როცა მეკარე ბრედ ფრიდელმაც ითხოვა წასვლა ("ფულჰემში"), ო'ნილმა ვეღარ გაუძლო. "ასტონ ვილას" მავანმა თანამშრომელმა ტაბლოიდებს უთხრა:
"ეს მარტინისთვის ბოლო წვეთი იყო. ის ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა პრემიერლიგის ზედა ექვსეულის გუნდი შეექმნა და თასებზეც, რაც შეიძლება, წინ გასულიყო, მაგრამ ხელში სრულიად საწინააღმდეგო რამ შერჩა. ბოლო დღეებში ნალოლიავები გუნდი მას თვალწინ ეშლებოდა. ო'ნილს სხვა გზა აღარ დარჩა, იძულებული სეიქნა მეტად წარმატებული გასული სეზონის შემდეგ "ვილას" გამომშვიდოდებოდა".
გაზეთები წერენ, რომ ირლანდიელ მწვრთნელსა და ამერიკელ მეპატრონეს შორის ურთიერთობა გასულ იანვრამდე სანაქებო იყო, შემდეგ კი საქმე სარტანსფერო თანხის გამოყოფაზე მიდგა და ამ ორ ადამიანს შორის შავმა კატამაც მაშინ გაირბინა.