პიტერის მესიჯები და ების გული

AutoSharing Option
პიტერ კრაუჩის ამბავს არ ეღალატება: "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავდამსხმელმა ესპანეთში, კერძოდ კუნძულ მალიორკაზე გაქცეულ საცოლეს ები კლენსის მისწერა და მისწერა მესიჯები. მათი შინაარსი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს - ფეხბურთელი ტელევარსკვლავ სატრფოს პატიებასა და შერიგებას სთხოვს. ის სმს-ებით ცდილობდა დაარწმუნებინა 24 წლის ლამაზმანი, რომ საქციელს ნანობს და მათ ურთიერთობას მომავალი აქვს. გაწბილებულ კრაუჩს ებისთვის თვითმფრინავის დაქირავებაც შეუთავაზებია - გამოგიგზავნი და წამოჰყევიო.
"სანმა" გაარკვია, რომ პატარა თვითმფრინავის მალიორკიდან ინგლისში გამოფრენა ფეხბურთელს 8200 ფუნტი (13 ათას დოლარამდე) დაუჯდება - ვისთვის როგორ და ეს თანხა კრაუჩისთვის წვრილი
ხურდაა. შეგახსენებთ, რომ ები კლენსი ესპანეთში მას მერე გაიქცა, რაც ინგლისურ ტაბლოიდებში დაიბეჭდა, რომ საქმრომ რამდენიმე კვირის წინ ერთი ღამე ვიღაც 19 წლის მეძავთან გაატარა.

დათანხმდება ტელევარსკვლავი კრაუჩს კერძო თვითმფრინავით დაბრუნებაზე? ანდა, საერთოდ აპირებს ვაჟთან დაბრუნებას? როგორც ქალის მეგობრები ამბობენ, კლენსი ინგლისში ამ უქმეებზე ჩავა, ოღონდ პიტერის გამო კი არა, იმიტომ, რომ გადაღებები ეწყება. ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა: "პიტერმა ების უამრავი მესიჯი გაუგზავნა. ის საცოლეს მთელი კვირის განმავლობაში ურეკავდა, პატიებას სთხოვდა. ეხვეწებოდა, არ მიეტოვებინა და შინ დაბრუნებულიყო. არადა, ები ჯერ კიდევ დაზაფრულია, დრო სჭირდება. სიამოვნებით დარჩებოდა მალიორკაზე დედასთან, მაგრამ საქმე არ იცდის, ლონდონში უნდა იყოს გადაღებებზე. ისე კი, გული მაინც პიტერთან დარჩენას კარნახობს. საბოლოოდ, ალბათ, დარჩება კიდეც, უბრალოდ, რაც მოხდა ძნელი შესაგუებელია".

და როგორც ჩანს, შვილს საქმროსთან შერიგება დედამაც ურჩია - აკი მოგახსენეთ, რომ კლენსი მალიორკაზე დედასთან გაიქცა, დედა ეფიცხებოდა მზეს. ქალის მეორე მეგობარმა ების მდგომარეობა ასე დაახასიათა:

"მისი გული მისავე გონებას ებრძვის. გული დარჩენას კარნახობს, გონება კი გაქცევას. საერთოდ, ები ძალიან ემოციური ადამიანია და ამ ბრძოლაში, ალბათ, გული გაიმარჯვებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული