"არსენალმა" ანდრე სანტოსი დაიგულა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" ყველასგან შერისხულ "ფენერბაჰჩეს" ანდრე სანტოსის ტრანსფერზე მოურიგდა. დისკვალიფიცირებული კლუბიდან ფეხბურთელები ისე გარბიან, როგორც ვირთხები - არსენ ვენგერს 28 წლის ბრაზილიელი გაელ კლიშის შემცვლელად ესახება, რომელიც ამ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

ანდრე სანტოსი, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში 22 თამაში აქვს ჩატარებული, "არსენალმა", თუ თურქულ არხ "ნტვ სპორს" დავუჯერებთ, 7 მილიონ ევროდ იყიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" 2:8 მარცხის შემდეგ, ლონდონელებმა გადაწყვიტეს "ბოლტონს" უფრო მეტი შესთავაზონ, რათა გერი კეჰილის ტრანსფერზე დაიყოლიონ, "ჩაქუჩებს" კვლავ სურთ ბირმინგემის" სკოტ დენის დამატებაც.

ანდრე სანტოსი "ფიგეირენსეს" აღზრდილია. ბრაზილიაში
მას "ატლეტიკო მინეიროში", "ფლამენგოში" და "კორინთიანსშიც" უთამაშია. 2009 წელს "ფენერბაჰჩემ" ანდრე სანტოსი 9 მილიონ ევროდ იყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული