უილშირის მინიმუმი

AutoSharing Option
"არსენალს" მორიგი სერიოზული პრობლემა აქვს. თითქოს წამყვანი შუახაზელების გაყიდვა არ ეყოფოდა, რომ კიდევ ერთი ნახევარმცველი გამოაკლდა. ლაპარაკია ჯეკ უილშირზე, ვინც კოჭის სერიოზული ტრავმის გამო ფეხბურთს მიღმა მინიმუმ სამ თვეს გააატრებს, - გვამცნობს "დეილი მირორი".

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების 19 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მარჯვენა კოჭი სეზონის დაწყებამდე დაიზიანა. თავდაპირველად ექიმებმა ძალზე ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთეს. მათი მტკიცებით, ჯეკი სულ რამდენიმე დღეს გამოტოვებდა. თუმცა ყველაფერი პროგნოზის საწინააღმდეგოდ წარიმართა - აღდგენითი პროცესი გაიწელა. შემდეგ კი ტრავმის რეციდივმა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.

ამჟამად ექიმები ვარაუდობენ,
რომ ფეხბურთელს მინიმუმ 3 თვე მოუწევს სპეციალური მაღალყელიანი დამცავი ფეხსაცმლით მოძრაობა. რაც შეეხება ვარჯიშს, უილშირს საუკეთესო შემთხვევაში ოქტომბრის შუა რიცხვებში თუ მიეცემა ძუნძულის უფლება. თუკი ამ დროისთვის კოჭი მთლიანად მოშუშებული იქნება, ნახევარმცველს მსუბუქი დატვირთვების უფლებასაც მისცემენ.

აქედან გამომდინარე იოლი სავარაუდოა, რომ "მეთოფეები" ლიდერს დეკემბრამდე ვერ დაიხმარენ. "არსენალის" ექიმებმა კონსულტაციისთვის უკვე მიმართეს ევროპის წამყვანი სამედიცინო ცენტრების სპეციალისტებს. მკურნალობა მათი მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართება.

ერთადერთი სასიამოვნო ინფორმაცია "არსენალის" ბანაკში ის არის, რომ სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო ახალგაზრდა კირან გიბსმა, მაგრამ მას რთული ამოცანა ექნება გადასაჭრელი - ძირითადში მოსახვედრად 21 წლის ფეხბურთელმა "ფენერბაჰჩედან" გადაბირებული ანდრე სანტოსის კონკურენცია უნდა დაძლიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული