"მეთოფეები" უკვე ექვსი წლის განმავლობაში ვერ ახერხებენ ტიტულის მოგებას. კლუბის წარუმატებელმა სტარტმა ინგლისის ჩემპიონატში და ორი წამყვანი ფეხბურთელის წასვლამ არსენ ვენგერის წასვლის შესახებ ჭორები ააგორა.
"ეს სრული სისულელეა. ვფიქრობ, ვენგერი აქ ყოფნით ბედნიერია, ისევე, როგორც ჩვენც. კლუბმა ახალი ფეხბურთელები შეიძინა. მართალია, მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ მგონია, გუნდს გააძლიერებენ", - განაცხადა ჰილ-ვუდმა.
მომზადებულია Daily Star-ის მიხედვით