ფერგიუსონი: ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებ

AutoSharing Option
"მანჩეტსერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ხანდახან ფიქრობს, თუ ვინ შეცვლის სამწრთნელო სკამზე. აღსანიშნავია, რომ 69 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი ინგლისელებს სათავეში უკვე 25 წელია უდგას.

"ამ წლების მანძილზე მაწუხებდა კითხვა: ვის შეუძლია შემცვალოს? ზოგიერთი იმ მწვრთნელთაგანი, რომლებსაც გასულ წლებში ჩემს შესაძლო შემცვლელებად ასახელებდნენ, უმუშევრები დარჩნენ. ამიტომ ვინმეს დასახელება ძალიან რთულია. 

ვფიქრობ, კლუბს ვინმე ძალიან გამოცდილი სპეციალისტი სჭირდება. ისე კი, ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებ", - თქვა ფერგიუსონმა.

მომზადებულია The Mirror-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული