ფერგიუსონი ქებად დაიღვარა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა "მარკას" ჟურნალისტებთან ინტერვიუსას "რეალის" დამრიგებელ ჟოზე მოურინიოზე დადებითად ილაპარაკა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელს ბოლო პერიოდში კრიტიკოსები ისევ მოუმრავლდა. შოტლანდიელი ამტკიცებს, რომ "განსაკუთრებული კაცი" მას საკუთარ თავს აგონებს. "მოურინიო საკუთარ ახალგაზრდობას მაგონებს. მეც სწორედ ასეთი ენთუზიაზმით ვუდგებოდი საქმეს. გულშემატკივრები ხვდებიან, რომ ის თავდაუზოგავად იბრძვის მათთვის და გუნდისთვის.

ჟოზე ჩემი დიდი მეგობარია. ის არასოდეს მალავს საკუთარ ემოციებს. ამ თვისებას კი ადამიანებში ძალიან ვაფასებ. ამას გარდა, თავისუფლად შეუძლია დასცინოს საკუთარ თავს.

როდესაც ის "ჩელსიში" მუშაობდა, ერთმანეთთან დაპირისპირებების შემდეგაც შეგვეძლო
დავმსხდარიყავით და ღვინო დაგველია, გველაპარაკა ძალიან ბევრ თემაზე. შეიძლება 4-5 წლის შემდეგ ის დაღვინდეს და ბევრად უფრო მშვიდ ადამიანად გადაიქცეს," - განაცხადა ფერგიუსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული