დროგბას "მანჩესტერთან" თამაშის იმედი აქვს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი დიდიე დროგბა ყველაფერს აკეთებს, რომ თავის ტრავმის შემდეგ, ფორმა აღიდგინოს და ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მოედანზე გამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა "ნორვიჩთან" მატჩის დროს მიიღო.

"სანამ დროგბა სრულყოფილ ვარჯიშს შეუდგება, მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. ამჟამად ფეხბურთელი ფიზიოტერაპევტთან ვარჯიშობს", - განაცხადა "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული