ვილაშ-ბოაში: ტორესმა ან გაიტანოს, ან არადა – სათადარიგოებში!

AutoSharing Option
ლონდონური "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ ესპანელ თავდამსხმელს ფერნანდო ტორესს სათადარიგოებში გაუშვებს, თუკი უახლოეს მომავალში გოლების გატანას არ დაიწყებს.

ვილაშ-ბოაშმა აღნიშნა, რომ ტორესის ფორმაში შესვლას უსასრულოდ ვერ დაელოდება. მისი თქმით, თავდამსმხელს სჭირდება გარკვეული დრო, რათა "ჩელსისთან" ადაპტაცია შეძლოს, მაგრამ ტორესისთვის მთელი გუნდის შეწირვა გაუმართლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტორესი ლონდონურ კლუბში "ლივერპულიდან" ამ წლის თებერვალში, 58 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ ესპანელმა "ჩელსიში" 21 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მეტოქის კარის აღება მხოლოდ ერთხელ - აპრილში, "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში შეძლო.

ვილაშ-ბოაში
არ ეთანხმება იმათ მოსაზრებას, ვინც ტორესს "ჩელსის" ყოფილ თავდამსხმელ ანდრეი შევჩენკოს ადარებს, რომლის ტრანსფერიც ინგლისელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. მწვრთნელის აზრით, "ჩელსიში" ყოფნისას უკრაინელს კარიერაში ფანტასტიკური პერიოდი ჰქონდა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული