მანჩინი: "ბაიერნს" გასვლაზე დავამარცხებთ

AutoSharing Option

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლის"(1:1) წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს უნდა მოეგო. მანჩინის თქმით, "სიტი" მიუნხენში "ბაიერნს" დაამარცხებს.

 

"ალბათ ვნერვიულობდით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. გუნდი ჩემპიონთა ლიგაში დიდი ხნის შესვენების შემდეგ თამაშობს. შეხვედრის პირველ ნაწილში კარგად ვთამაშობდით და უნდა გაგვეტანა, ხოლო მეორე ტაიმში შეტევით ძალიან გავერთეთ და მეტოქეს კონტრშეტევბისთვის ძალიან დიდი სივრცე დავუტოვეთ.

 

"ნაპოლი" კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს. ამ მატჩის მოგება გვინდოდა, რადგან ლიგაზე პირველი თამაშში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

არა უშავს, მიუნხენში გასამართ მატჩს ჩვენ მოვიგებთ", -

განაცხადა მანჩინიმ.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული