"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა პატრის ევრამ ფერნანდო ტორესის ცარიელ კარში ბურთის აცილება ღვთაებრივი ძალების ჩარევით ახსნა. "ჩელსის" ესპანელმა თავდამსხმელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
"ვერ დავიჯერე, რომ ტორესმა ეს ბურთი ვერ გაიტანა. შესაძლოა ჩვენსკენ ღმერთი იყო", - თქვა გაოგნებულმა ევრამ.
შეხვედრის 83-ე წუთზე მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ტორესმა დე ხეა ადვილად კი მოატყუა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.