ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველასთვის უცნობი პორტუგალიელი თავდამსხმელი ბებე შეიძინა. ამ ტრანსფერმა თავიდანვე დიდი-მითქმა მოთქმა გამოიწვია, ცოტას თუ სჯერა, რომ იგი "მანიუს" დონის ფეხბურთელია...
ახლა კი ირკვევა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა ბებეს შეძენა ისე გადაწყვიტა, რომ მისი თამაში თვალითაც კი არ უნახავს. "იუნაიტედის" ბოსი ამის თაობაზე მშვიდ კომენტარს აკეთებს: "აუცილებელი სულაც არაა, ჩემი გუნდის ყველა პოტენციული თვითონ ვნახო. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის პორტუგალიაშიც, ძალიან კვალიფიციური სკაუტები გვყავს, რომელთა აზრსაც თვალდახუჭული ვითვალისწინებ".
20 წლის ბებეს სანაცვლოდ "მანჩესტერმა"
"ვიტორია გიმარაეშს" 7 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ფაქტია, რომ თავიდან მას ძალიან გაუჭირდება უეინ რუნის, დიმიტარ ბერბატოვის, ხავიერ ერნანდესისა თუ მაიკლ ოუენის კონკურენტობა, მერე კი ვინ იცის...