ვილაშ ბოაში: დროგბასთან კონტრაქტის გაგრძელება დროის საკითხია

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ ბოაში დიდიე დროგბას კლუბიდან წასვლას არ უფრთხის და ამბობს, რომ მასთან კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია.

"მოთამაშეები, რომლებიც კლუბთან ისე არიან მიჯაჭვულნი, როგორც დიდიე დროგბაა, საბოლოოდ კონტრაქტს აგრძელებენ. დიდ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ დროგბამ ტორესის კარგი თამაშის გამო ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. დროგბასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებებთ და შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა "არისტოკრატების" 33 წლის თავკაცმა.

დროგბას მოქმედ კონტრაქტს ვადა მომავალ ზაფხულს გასდის. კოტდიუვარელი ფეხბურთელით "ტოტენჰემია" დაინტერესებული.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული