პრემიერლიგის პირველი შეხვედრა, რომელიც "სიტიმ" "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" ფრედ 0:0 ითამაშა, გივენმა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ის შორიდან უყურებდა, როგორ იგერიებდა ძნელად ასაღებ ბურთებს მისი კოლეგა ჯო ჰარტი. არადა, თამაშამდე ირლანდიელს ასე ჰქონდა ნათქვამი:
"მე "მანჩესტერ სიტიში" სკამზე დასაჯდომად არ გადავსულვარ. მე ისტლენდზე იმიტომ ვარ, რომ ვითამაშო".
ახლა, გარშემო უკვე ყველა დარწმუნებულია, რომ
ასეა თუ ისე, მანჩინიმ თქვა, რომ თუ გივენი წასვლას გადაწყვეტს, ის დაბრკოლებას არ შეუქმნის: "იმედი მაქვს შეი ჩვენთან დარჩება, თუ არა და, მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ".
თავიდან "არსენალი" უფრო გივენით იყო დაინტერესებული ვიდრე შვარცერით, მაგრამ შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: გივენი იმხანად არსად მიდიოდა, ხოლო შვარცერმა "ფულჰემიდან" გათავისუფლება ითხოვა... შესაბამისად გადანაწილდა აქცენტებიც, თუმცა, "არსენალის" კარში დადგომას მაინც მონადირება სჭირდება. სატრანსფერო ბაზრის დახურვადე ჯერ კიდევ არის ათ დღეზე მეტი და, სავარაუდოდ, უგუნდოდ არც გივენი დარჩება და არც შვარცერი, ოღონდ, კაცი, რომელიც ახლა იცავს ჩრდილო ლონდონელთა კარს, პოლონელი ლუკაშ ფაბიანსკი ამბობს, რომ ორმაგი მონდომებით ივარჯიშებს, რათა არსენ ვენგერს თავი მოაწონოს და ძირითად გოლკიპერად დარჩეს:
"ნებისმიერმა ფეხბურთელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითადში თამაშის ღირსია. ტრიბუნებიდან ჩემი საწინააღმდეგო ყველა შეძახილი მესმის, მაგრამ თითოეული მათგანი მხოლოდ ბრძოლისკენ მიბიძგებს. მე ის კაცი არ ვარ ვინც ფარ-ხმალს იოლად ყრის. ჩემს ხელთ არსებულ ყველა ღონეს ვიხმარ, რათა პატივისცემა დავომსახურო და "არსენალის" ფანებს ჩემი სახელი ვამღერო".