ტევესი "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობას შეხვდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი კლუბის ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს. შეხვედრაზე "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მომხდარ ინციდენტს განიხილავენ.

გემახსოვრებათ, არგენტინელმა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესვლაზე "ქალაქელთა" თავკაც, რობერტო მანჩინის, უარი განუცხადა.

კლუბი შეხვედრის დროსა და ადგილს არ ახმაურებს, თუმცა სავარაუდოდ ის დღე-დღეზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მომხდარის შემდეგ თქვა, ამის შემდეგ ტევესის კარიერა კლუბში დასრულებულიაო.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული