ინგლისი თავს იტყუებს

AutoSharing Option
ჯეიმი კარაგერი თანამემამულეებს აფრთხილებს, რომ ნაკრების სათავეში მორიგი უცხოელის მოყვანა თავის კიდევ ერთხელ მოტყუებ იქნება და მეტი არაფერი.

მოგეხსენებათ, ინგლისელთა ეროვნული გუნდის თავკაცი, იტალიელი ფაბიო კაპელო ზაფხულზე, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, თანამდებობას დატოვებს. მის შესაძლო შემცვლელთა შორის ფავორიტი "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელი ჰარი რედნაპია, თუმცა ადგილობრივ სპეციალისტთა შორის სხვა სერიოზული კანდიდატებიც არიან. "ლივერპულის" 33 წლის ვეტერანმა მცველმა კი ამ თემაზე ლაპარაკისას თქვა:

"ფაბიო კაპელოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. 2010 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გახლდით და ეს ადამიანი ასე თუ ისე გავიცანი, მაგრამ სანაკრებო ფეხბურთი
სულ სხვა რამ არის. უცხოელი მწვრთნელის მოყვანა იგივეა, ერთ მშვენიერ დღეს რომ გამოაცხადო მეკარე არ გვივარგაო და იტალიელებისგან ჯანლუიჯი ბუფონი წამოიყვანო. ასე მოქცევა საკუთრივ სანაკრებო ფეხბურთის პრინციპების დარღვევაა. ჩვენი ნაკრების შემდეგი მწვრთნელი, რასაკვირველია, ინგლისელი უნდა იყოს.

რასაკვირველია, მესმის, რომ ჩამორჩენილ საფეხბურთო ქვეყნებში, მაგალითად, სადმე აფრიკაში, განვითარების მიზნით უცხოეთიდან ჩაჰყავთ სპეციალისტები, მაგრამ ინგლისში, ასეთ განვითარებულ ქვეყანაში, საკუთარი კადრის ყოლა გვმართებს. მარტო იმიტომ, რომ სტივ მაკლარენს არ გაუმართლა შეიძლება ენგლისელ მწვრთნელზე უარის თქმა?

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კაპელოს ხელმძღვანელობით ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა. არადა, მაკლარენს სად ჰქონდა ისეთი აურა და სახელი, კაპელოს რომ ჰქონდა. აი, ყველა ინგლისურ კლუბს ინგლისელი მწვრთნელი რომ ჰყავდეს და რომელიმემ ჩამპიონთა ლიგაში გაიმარჯვოს, ადგილობრივი მწვრთნელების პრესტიჟი ერთიანად გაიზრდებოდა".

კარაგერს ინგლისის ნაკრებში 38 თამაში აქვს ჩატარებული, ძირითადად შვედი მწვრთნელის, სვენ გორან ერიკსონის ხელმძღვანელობით. დღეს "ლივერპულის" ვეტერანი ამბობს, რომ პრემიერლიგის ყველა გუნდი დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც მწვრთნელად უცხოელი მოჰყავს.

" წლეულს, "ჩელსიმ" ახალი მწვრთნელი დანიშნა, 33 წლის პორტუგალიელი კაცი. წლების წინ ამ თანამდებობას ვილაშ-ბოაშს კი არა ვინმე დევიდ მოიესის მსგავს ადამიანს, ბრიტანელს ჩააბარებდნენ, ახლა კი ხომ ხედავთ. იტალიაში და ესპანეთში დღესაც თავიანთ კაცს დანიშნავდნენ, ინგლისში კი ასეთი რამ აღარ ხდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული