ტორესი: ბავშობაში მეკარეობა მიყვარდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსისა" და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა აღიარა, რომ შეიძლებოდა მეკარე გამხდარიყო, თუმცა დედამ ამის უფლება არ მისცა.

"ჩემი ძმა მეკარე იყო და მასთან ერთად თამაში ყოველთვის მიყვარდა. ერთხელ ბურთი სახეში მომხვდა, რის შემდეგ დედამ კარში დგომა ამიკრძალა. ახლაც მომწონს ხოლმე კარში დგომა და ვარჯიშებზე მეკარის ფუნქციას არცთუ იშვიათად ვასრულებ. გოლკიპერიც მუდამ ირჩევს პოზიციას თამაშის დროს, როგორც ამას სხვა ფეხბურთელები აკეთებენ. მიყვარს, როცა ბურთებს ვიგერიებ", - განაცხადა ტორესმა.

მომზადებულია FourFourTwo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული