კარაგერი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა ჯეიმი კარაგერმა აღიარა, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

"ჩემი კარიერის დასასრული ახლოვდება. ზუსტად არ ვიცი, ეს როდის მოხდება, მაგრამ შესაძლოა მომავალ ზაფხულს ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო.

საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ, ეს ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს.

თუ გუნდს ვჭირდები, ცოტა ხანი კიდევ ვითამაშებ. კარიერის დამთავრების შემდეგ ისევ ფეხბურთში მინდა დავრჩე", - განაცხადა კარაგერმა.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული