ფაბიო კაპელო რუნის ასვენებს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ აღიარა, რომ ამხანაგურ მატჩებში უეინ რუნის დატვირთვას არ შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ჩერნოგორიის ნაკრებთან შეხვედრაში გააძევეს და ის იძულებულია ერთი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვოს.

"პირველი ორი მატჩისთვის შემადგენლობა უნდა მოვძებნო, ხოლო რუნი ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. ესპანეთის წინააღმდეგ მინდა ახალი ფეხბურთელები გამოვცადო. შესაძლოა რუნი შეცვლაზე გამოვიდეს, მაგრამ ძირითადში არ ითამაშებს. ბევრი კარგი ფორვარდი მყავს და საუკეთესო უნდა ავირჩიო", - განაცხადა კაპელომ.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ინგლისელები ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს
გამართავენ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული