ბექჰემმა "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა ითხოვა

AutoSharing Option
ამერიკული "ლოს ანჯელეს გელექსის" ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სპორტული დირექტორის თანამდებობის დაკავებას ისურვებდა. ბექჰემმა აღნიშნა, რომ ამ გუნდთან სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს.

ბექჰემმა თავის კარიერაში საუკეთესო უწოდა 1999 წელს, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

36 წლის ბექჰემმა ხაზი გაუსვა, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედში" იმავე ფუნქციას შეასრულებდა, რომელსაც მადრიდის "რეალში" საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ასრულებს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული