"ჩელსიმ" კალუს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" უახლოეს ხანში კოტდიუვარელ თავდამსხმელ სალომონ კალუსთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ფეხბურთელის ახლანდელი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. კალუ "ჩელსიში" 2006 წლიდან თამაშობს. მან 5 წლის მანძილზე "არისტოკრატების" შემადგენლობაში 232 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა.

"კალუს ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ და იმედი მაქვს მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. იანვარში ის საკუთარი მომავლის განსახილველად მზად იქნება", - განაცხადა "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა.

ასევე ცნობილია, რომ კლუბმა დიდიე დროგბასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

მომზადებულია chelseafc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული