მანჩინი: ტევესზე ვერაფერს ვიტყვი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ აღნიშნა, რომ არ იცის გუნდის ფორვარდი კარლოს ტევესი მოედანზე როდის გამოვა.

იტალიელმა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ არ იცის დარჩება თუ არა კლუბში არგენტინელი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერნთან" შეხვედრაში ტევესსა და მანჩინის შორის კონფლიქტი მოხდა, თავდამსხმელმა მოედანზე შესვლაზე უარი თქვა.

"ამ ეტაპზე სამი ფორვარდით ვმოქმედებთ. ტევესის პერსპექტივებზე არაფრის თქმა შემიძლია", - განაცხადა მანჩინიმ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული