"ძალიან რთული შეხვედრა იყო. მეორე ტაიმში "ლივერპულმა" თამაში გახსნა და გოლიც გაიტანა, თუმცა შევძელით მატჩის გადარჩენა და ანგარიში გავათანაბრეთ.
მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოვახერხე, მაგრამ თავს გმირად არ მივიჩნევ. ფრეს მთელმა გუნდმა მიაღწია და არ აქვს მნიშვნელობა გოლი ვინ გაიტანა.
რთულ შეხვედრაში ქულა მოვიპოვეთ, ამიტომ შედეგით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა ერნანდესმა.
მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით