ტევესის სიძულვილმა "მოსისხლე მტრები" გააერთიანა

AutoSharing Option
23 ოქტომბერს კარლოს ტევესისადმი სიძულვილი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებს გააერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამ დროს აღნიშნული კლუბები ინგლისის ჩემპიონატში ერთმანეთს შეხვდებიან.

მატჩის დღეს "ოლდ ტრეფორდის" გარშემო ნაგვის მანქანა იმოძრავებს, რომელიც ორივე გუნდის ფერებში იქნება შეღებილი და მასზე ტევესის სურათი იქნება აღბეჭდილი წარწერით: "გადააგდე ტევესის მაისური".

აქციაში მონაწილეობას 75 ათასი გულშემტაკივარი მიიღებს. მაისურები ტევესის სამშობლოში გაიგზავნება, სადაც შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციებს დაურიგდებათ.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნთან" შეხვედრაში ტევესის საქციელმა "ქალაქელების" ფანების უკმაყოფილება გამოიწვია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული