ფერგიუსონი: ერნანდესი სოლსკიაერს მაგონებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი მას მანჩესტერელთა ყოფილ ფორვარდს, ნორვეგიელ ოლე გუნარ სოლსკიაერს ახსენებს.

ფერგიუსონმა ეს სიტყვები ერნანდესთან ახალი ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ საუბრისას თქვა.

"ბოლო მოთამაშე, რომელმაც კლუბში თავი ასე სწრაფად გამოიჩინა, ჩემი აზრით ოლე გუნარ სოლსკიაერი იყო. ხავიერი მას ძალიან მაგონებს.

საჯარიმოში თავისუფალი სივრცის პოვნის და შეტევის ზუსტი დარტყმით დასრულების უნარი მას ნამდვილი, დაბადებით ბომბარდირისა აქვს.
მოედანს გარეთ მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ის თავდაუზოგავად შრომობს და გუნდს შესანიშნავად ეწყობა", -
თქვა ფერგიუსონმა.

მომზადებულიაuefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული