მოგეხსენებათ, მოედანზე ჩინებული თამაშისა და მოედანს მიღმა ჩადენილი სისულელეების გამო სუპერმარიო ბოლოხანს ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ ფიგურად იქცა. ახალგაზრდა ფორვარდის ბოლო თავგადასავლები, მანჩესტერულ დერბიში ორი გოლის გატანა და წინა დღეს, საკუთარი სახლის აბაზანაში ფოიერვერკების მოწყობა (თვითონ ამბობს ჩემი მეგობარი იყოო) გახლდათ. პლატმა თქვა:
"არ დაგიმალავთ, ბალოტელი სულაც არ გახლავთ ძნელად მოსარჯულებელი ფეხბურთელი. ის
ბალოტელი ინგლისში შერეკილი ადამიანის სახელით ჩავიდა. ასეთი რეპუტაცია მან "ინტერში" თამაშის დროს შეიძინა - ბოლოს, "ინტერში" მისი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახლდათ. აფრო-იტალიელმა "სიტიშიც" დაიწყო უცნაურად ქცევა და ჯამში, მანჩესტერში ჩადენილი სისულელეები 300 000 ფუნტი დაუჯდა.
ერთ-ერთი ასეთი სისულელე, რომლისთვისაც დააჯარიმეს, "სიტის" ბაზაზე, ახალგაზრდა თანაგუნდელისთვის დართსის ნემსის სროლა გახლდათ. ბაზაზევე იჩხუბა თანაგუნდელებთან, ჯერომ ბოატენგთან და ვენსან კომპანისთან. თვალშისაცემი და სასაცილო რამ გააკეთა გასულ ზაფხულზე, სეზონისწინა შეკრების დროს "ლოს ანჯელეს გელექსისთან" თამაშის დროს. მაშინ, როდესაც შეეძლო ბურთი, ფაქტობრივად დაუცველ კარში ჩვეულებრივად შეეგდო, ქუსლი დაარტყა და ააცილა. განრისხებულმა მანჩინიმ დაუყოვნებლივ გაიყვანა მოედნიდან.
მაგრამ, ბალოტელის "შერეკილ" საქციელი ცალკე იყოს და, მოედანზე მისი ნიჭი და უნარი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. სუპერმარიოს
ცნობილმა თანამემამულემ, ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ სწორედ გასულ კვირას შეაქო ფორვარდი - უკვე დაღვინდაო. პლატმა კი დასძინა:
"ხალხმა ბალოს ნიჭი გასულ სეზონშიც ნახა, მაგრამ ეპიზოდურად. ვერც ყოფაქცევას ვუსაყვედურებთ, ერთადერთი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პერიოდულად კონცენტრაციას კარგავდა. საბედნიეროდ, ბოლო ორი თუ სამი თვეა მარიოს არც ამ მხრივ აქვს პრობლემა".
კვირას "მანჩესტერ იუნაიტედის" 6:1 განადგურების შემდეგ "სიტის" ფეხბურთელებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გასაკვირი ნამდვილად არ არის. პლატმა ბალოტელის გარდა შესანიშნავ ფორმაში მყოფ 25 წლის ესპანელ დავიდ სილვაზეც ილაპარაკა.
"ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, - თქვა ისტლენდელთა ხელმძღვანელმა, - თუმცა, ჯერ, რასაკვირველია, სეზონის საუკეთესო მოთამაშეზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩემპიონატის დამთავრებამდე დიდი დროა და ჩვენი გუნდის გარდა სხვა გუნდებშიც არიან ძლიერი ფეხბურთელები. მეორე მხრივ, ძალიან გამიკვირდება, დავიდ სილვას სტაბილურმა და ძლიერმა თამაშმა შედეგი რომ არ მოიტანოს".
ამბობენ, რომ "იუნაიტედის" 6:1 ძლევის შემდეგ მთავარია ისტლენდელებმა ცხვირი არ აწიონ და არ დაიჯერონ, რომ საქმე უკვე მოგვარებულია.
"არ დავმალავ, "იუნაიტედთან" გამარჯვების შემდეგ ეიფორიის გრძნობა მართლაც დაგვეუფლა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ცხრილში პირველ ადგილზე დავმკვიდრდით და არა იმიტომ, რომ ძლიერ გუნდს დიდი ანგარიშით მოვუგეთ. თუმცა, ცოტა ხანი რომ გავიდა რობერტომ ბიჭებს უთხრა, რომ კვირას მათ ჩვეულებრივი სამი ქულა მოიპოვეს და მეტი არაფერი მომხდარა. ყოველი მომდევნო თამაშის დაწყებისას ანგარიში 0:0-ია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"