არსენ ვენგერის ლონდონური გამოცდა

AutoSharing Option
პრემიერლიგა. X ტური
დღეს
ევერტონი-იუნაიტედი 15:00
ჩელსი-არსენალი 15:45
სიტი-ვულვზი 18:00
ნორვიჩი-ბლექბერნი 18:00
სანდერლენდი-ასტონ ვილა 18:00
სუონსი-ბოლტონი 18:00
უიგანი-ფულჰემი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 20:30

ხვალ:
ტოტენჰემი-ქუინზ პარკი 20:00

ზეგ:
სტოკ სიტი-ნიუკასლი 24:00

პრემიერლიგა “არსენალმა” ძალიან სუსტად დაიწყო. გეხსომებათ, რომ პირველი სამი ტურის შემდეგ გუნდს ყულაბაში კინკილა ქულა ჰქონდა. ეს გახდა კიდეც იმის საფუძველი, რომ გულშემატკივრებს არსენ ვენგერის წასვლაზე ხმა ამოეღოთ. თუმცა “მეთოფეებმა” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეძენილი ფეხბურთელების წყალობით ცოტა გამოიხედეს თვალში. ამჟამად კი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. ამაზე სტატისტიკა თავად მეტყველებს - ბოლო 8 მატჩიდან “არსენალმა” 7-ში იმარჯვა.
გუნდი ლიგის თასის შემდგომ ეტაპზე გავიდა, ლიდერობს ჩემპიონთა ლიგაში თავის ჯგუფს და პრემიერლიგაშიც მე-7 ადგილზე აღზევდა.

თუმცა “მეთოფეებს” წინ სერიოზული გამოცდა ელით - “სტემფორდ ბრიჯზე” ასპარეზობა ხომ ყველას უჭირს. უმთავრესი ლონდონური დერბი კი ყოველთვის დაძაბულ გარემოში მიმდინარეობს ხოლმე. ვენგერმა ოთხშაბათს ჟურნალისტებთან სწორედ ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

“ჩელსი” სერიოზული გამომცდელია. ბოლო ერთ თვეში საგრძნობი პროგრესი განვიცადეთ, მაგრამ ჩვენი რეალური პოტენციალი სწორედ ასეთ მატჩებში გამოიცდება. გვინდა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენს ბანაკში ყველაფერი რიგზეა, რადგან გულშემატკივართა შორისაც კი ცოტაა ისეთი, ვისაც ამისი სჯერა. გამარჯვება მოგვცემს შესაძლებლობას ვილაპარაკოთ, რომ შეგვიძლია პირველი ადგილისთვის ბრძოლა. სწორედ ამას ვუმიზნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამოცანა წარმატებით გადავჭრათ.

“ჩელსის” მრავალი ღირსება აქვს, რაც მათ მიმდინარე სეზონში არა ერთხელ დაამტკიცეს, თანაც ის მასპინძელია. “არისტოკრატები” ახლა უფრო მეტ ფანტაზიას ავლენენ შეტევაში, ვიდრე ცოტა ხნის წინ. ხუან მატამ “ჩელსის” რაღაც განსაკუთრებული შესძინა. ჩვენ თავის დაცვა მეტისმეტი ყურადღებით მოგვიწევს, თუმცა შეტევაში ისევე აქტიურად უნდა ვითამაშოთ, როგორც სხვა მეტოქეებთან”.

ხუთშაბათს ვენგერმა კიდევ ერთხელ ინება X ტურის უმთავრეს დაპირისპირებაზე ლაპარაკი. ამჯერად ფრანგმა უფრო კონკრეტულად ისაუბრა თავის გუნდზე:

“ვერმაელენს განაცხადში სურს თავისი გვარის ხილვა. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, რადგან ამისთვის ტომასმა შესაბამისი ტესტები უნდა ჩააბაროს. პრაქტიკულად ის უკვე ჯანმრთელია, მაგრამ პრობლემებმა მას თასის შეხვედრის წინაც შეახსენა თავი, როცა დატვირთვის შემდეგ ფეხზე ნერვი უთამაშებდა. ეს კი იმის ბრალია, რომ უკვე დიდი ხანი აღარ უთამაშია. თუმცა ვიმეორებ, ის უკვე კარგად გრძნობს თავს.
ყოველთვის კარგია, როცა დგახარ არჩევანის პრობლემის წინაშე. დაცვა ახლა ბევრად უკეთ თამაშობს, ვიდრე სეზონის დასაწყისში. ბოლო 5-6 შეხვედრაში ეს ხაზი გუნდში მართლა საუკეთესო იყო. ასე რომ, ჩემთვის სულ ერთია, ვინ ითამაშებს და ვინ არა.”.

რთულ მდგომარეობაში ჩავარდა “ლივერპულის” თავკაცი კენი დალგლიში. “სტოკ სიტის” წინააღმდეგ ლიგის თასის მე-4 რაუნდის მთავარმა გმირმა (მყარი დაცვით სახელგანთქმულ გუნდს მან დუბლი შეუსრულა) ერთდროულად ხელისა და ფეხის ტრავმის გამო შესაძლოა “ვესტ ბრომვიჩთან” ვერ ითამაშოს. როგორც თავად ურუგვაელი აცხადებს, ტკივილები იმდენად აწუხებდა, რომ ექიმებს რამდენჯერმე მიმართა დასახმარებლად.

მერსისაიდელთა შორის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკლება შოტლანდიელ სპეციალისტს სერიოზულ პრობლემებს უქადის. შეხვედრას დამატებით ინტრიგას ის აძლევს, რომ “წითლები” ყოფილი თავკაცის როი ჰოჯსონის გუნდს უნდა ესტუმრონ. შარშან ამ გუნდების დაპირისპირებაში მასპინძლებმა იძალეს, როცა კრის ბრანტის ორი პენალტით წყალობით სამი ქულა დაისაკუთრეს. ამ გუნდებს სულ ერთმანეთში 116 მატჩი აქვს გამართული, აქედან 54 მატჩი “ლივერპულმა” მოიგო, 33 ფრედ დასრულდა და 29-ჯერ “ვესტ ბრომვიჩი” აღმოჩნდა გამარჯვებული, მაგრამ... გასვლით შეხვედრებში ინგლისის 18-გზის ჩემპიონებს აშკარად უჭირთ. თავად განსაჯეთ: 58 დაპირისპირებიდან მათ სულ 9 მატჩი აქვთ მოგებული.

სუარესის შესაძლო არყოფნით გამოწვეულ ბედნიერებას ვერ მალავს როი ჰოჯსონი. აი, რა თქვა მან: “მიმდინარე სეზონის ყოველ შეხვედრაში, სადაც ლუის სუარესი ვნახე, ძალიან ძლიერი იყო. თუნდაც “ნორვიჩთან” მატჩი ავიღოთ. უბრალოდ საოცრება იყო, რომ მან ამ მატჩში ვერ გაიტანა. ურუგვაელი ძალიან სახიფათო თავდამსხმელია”.

ამ შეხვედრას თავად დალგლიშიც იხსენებს და ამბობს: “ძალიან, ძალიან ბევრ მომენტს ვატანთ ქარს. ეს არ ეხება მხოლოდ “ნორვიჩთან” დაპირისპირებას. ასე იყო ზუსტად ერთი კვირის წინაც “მანჩესტერ იუნაიტედთან”. არადა ეს თამაში უნდა მოგვეგო”.

სავარაუდო შემადგენლობები
ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი - რიდი, ტამაში, ოლსონი, ჯონსი - მულუმბუ, შარნერი, ბრანტი, ტომასი - ოდემვინგიე, ტჩოი
ლივერპული: რეინა - ხოსე ენრიკე, აგერი, კარაგერი, ჯონსონი - ლუკასი, ადამი, ჯერარდი, დაუნინგი - კუიტი, კეროლი (ან სუარესი)

ჩელსი-არსენალი
ჩელსი: ჩეხი - ბოსინგვა, ლუიზი, ტერი, კოული - მიკელი, მეირელეში, ლემპარდი - სტარიჯი, ტორესი, მატა
არსენალი: შჩესნი - სანტოსი, ვერმაელენი, მერტეზაკერი, კოშელნი - სონგი, არტეტა, რემსი - ჟერვინიო, უოლკოტი, ვან პერსი

ევერტონი-მანჩესტერ იუნაიტედი
ევერტონი: ჰოვარდი - ჰიბერტი, ჟაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ფელაინი, როდუელი, კოულმენი, ბილიალეტდინოვი - ოსმანი, საა
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა - ევრა, ვიდიჩი, ფერდინანდი, ჯოუნსი - ფლეტჩერი, კლევერლი, იანგი, ნანი - რუნი, ერნანდესი

ტოტენჰემი-ქუინზ პარკი
ტოტენჰემი: ფრიდელი - ვოლკერი, ბასონგი, კაბული, ასუ-ეკოტო - პარკერი, მოდრიჩი, ლენონი, ბეილი, ვან დერ ვაარტი - ადებაიორი
ქუინზ პარკი: კენი - ჰილი, ჰოლი, ფერდინანდი, იანგი - დერი, ფორლინი, ბარტონი - ტაარაბტი, რაიტ-ფილიპსი - ჰელგუსონი

უიგანი-ფულჰემი
უიგანი: ალ ჰაბსი - ბოისი, კოლდუელი, ალკარასი, ფიგეროა - მაკარტი, უოტსონი, დიამე, მოუზესი, კრუსატი - როდალიეგა
ფულჰემი: შვარცერი - რიისე, ჰანგელანდი, სენდეროსი, ბეირდი - მერფი, სიდუელი, დემპსი, დაფი - ჯონსონი, ზამორა

სიტი-ვულვზი
სიტი: ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კლიში - მილნერი, ბერი, ი. ტურე - დ. სილვა, ბალოტელი, აგუერო
ვულვზი: ჰენესი - ვორდი, ბერა, ჯონსონი, სტირმანი - ოჰარა, ჰენრი, ჯარვისი, გუდიორა - დოილი, ებანს ბლეიკი

სანდერლენდი-ასტონ ვილა
სანდერლენდი: მინოლეტი - ოში, ბრაუნი, ტერნერი, რიჩარდსონი - ვონი, კოლბეკი, ლარსონი, სესინიონი - ვიკჰემი, ბენდტნერი
ასტონ ვილა: გივენი - უორნოკი, კოლინსი, დანი, ჰატონი - პეტროვი, დელფი, ჯენასი, აირლანდი - ბენტი, აგბონლაჰორი

ნორვიჩი-ბლექბერნი
ნორვიჩი: რუდი - ნოტონი რ. მარტინი, ბარნეტი, ტირნი - ფოქსი, ჯონსონი, ბენეტი, პიკლინგტონი - ჰოლტი, ჰულაჰანი
ბლექბერნი: რობინსონი - ჟივე, დანი, სამბა, ლიოვე - ფორმიცა, ნზონზი, პედერსენი, ვუკჩევიჩი - რობერტსი, ჰოილეტი

სუონსი-ბოლტონი
სუონსი: ვორმი - რანხელი, უილიამსი, მონკი, ტეილორი - ალენი, გოუერი, ბრიტონი, დაიერი, სინკლერი - გრემი
ბოლტონი: იაასკელაინენი - რობინსონი, კეჰილი, უიტერი, სტეინსონი - რეო კოკერი, პეტროვი, იგლსი, ბრეტლი - ნგოგი, დევისი
ახლა კი გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება გამოტოვონ პრემიერლიგის მე-10 ტური. სია ბუნებრივია სავარაუდოა და ვერავის მივცემთ გარანტიას, რომ მასში მოხვედრილი რომელიმე ფეხბურთელი უქმეებზე მოედანზე არ გამოჩნდება.

ტრავმირებულები
ევერტონი-იუნაიტედი
ევერტონი: დრენტე, ანიჩებე, ჰეიტინგა
იუნაიტედი: რაფაელი, გიბსონი, მაკედა, გიგზი

სიტი-ვულვზი
სიტი: ჰარგრივსი, ტევესი
ვულვზი: ზუბარი, ფოლი, ფლეტჩერი

ჩელსი-არსენალი
ჩელსი: ილარიო, დროგბა, ესიენი, ტენბული, რამირესი
არსენალი: სანია, ჯენკინსონი, უილშირი

ნორვიჩი-ბლექბერნი
ნორვიჩი: აიალა, უაითბრედი, ვონი, ვორდი
ბლექბერნი: დანი, ნელსენი, სალგადო

სანდერლენდი-ასტონ ვილა
სანდერლენდი: გორდონი, კემპბელი
ასტონ ვილა: ჰერდი, ლიჩაი, ჯენასი

სუონსი-ბოლტონი
სუონსი: აგუსტინი, კოლკერი, დობი, ტეიტი
ბოლტონი: ჰოლდენი, დევისი, რიკეტსი, მირსი, ლი

უიგანი-ფულჰემი
უიგანი: სანტო, მაკარტი
ფულჰემი: რუისი, დევისი, სენდეროსი

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული
ვესტ ბრომვიჩი: ლონგი
ლივერპული: არავინ

ტოტენჰემი-ქუინზ პარკი
ტოტენჰემი: დოუსონი, ჰადლსტოუნი, გალასი, ჩორლუკა, კრანჩარი, კინგი
ქუინზ პარკი: კემპბელი, გებიდონი, ჰალსი, დაიერი

სტოკ სიტი-ნიუკასლი
სტოკ სიტი: ფულერი, პენანტი, ჰიგინბოთემი
ნიუკასლი: უილიამსონი, ამეობი, ტიოტე, ტეილორი

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 9 8 1 0 33:7 25
2. იუნაიტედი 9 6 2 1 26:12 20
3. ჩელსი 9 6 1 2 20:10 19
4. ნიუკასლი 9 5 4 0 12:6 19
5. ტოტენჰემი 8 5 1 2 15:13 16
6. ლივერპული 9 4 3 2 12:10 15
7. არსენალი 9 4 1 4 15:18 13
8. ნორვიჩი 9 3 3 3 11:12 12
9. სტოკ სიტი 9 3 3 3 7:11 12
10. ქუინზ პარკი 9 3 3 3 7:14 12
11. ასტონ ვილა 9 2 5 2 11:11 11
12. ვესტ ბრომვიჩი 9 3 2 4 9:11 11
13. ევერტონი 8 3 1 4 10:12 10
14. სანდერლენდი 9 2 3 4 12:10 9
15. სუონსი 9 2 3 4 9:14 9
16. ვულვზი 9 2 2 5 8:14 8
17. ფულჰემი 9 1 4 4 11:12 7
18. ბოლტონი 9 2 0 7 12:24 6
19. უიგანი 9 1 2 6 6:15 5
20. ბლექბერნი 9 1 2 6 10:20 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული