ვილაშ ბოაში: ყურადღებით თამაში გვმართებდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ ბოაშმა ინგლისის პრემიერლიგაში ლონდონურ დერბიში "არსენალთან" (3:5) მარცხის შემდეგ, განაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარ სტილს უღალატოს.

"ჩემი თამაშის ფილოსოფია ძალიან ჰგავს "ჩელსის" ფილოსოფიას. ზუსტად ამით შეგვიძლია ვიამაყოთ. ეს ჩვენი თამაშის სტილია და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. უბრალოდ გარკვეული კორექტივების შეტანაა საჭირო.

"არსენალთან" მატჩამდე ჩვენი დაცვა პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ამიტომ არანაირ კრიზისზე საუბარი არ ყოფილა. შეცდომებს შევისწავლით და "ბლექბერნთან" შეხვედრაში შევეცდებით უკეთესი ფეხბურთი ვანახოთ.

რაც შეეხება თავდასხმას, მათთან პრეტენზიები არ მაქვს. გარკვეულ
მომენტებში უფრო ყურადღებით თამაში გვმართებდა", - განაცხადა ვილაშ ბოაშმა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბელგიაში "გენკის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული