ლუკ იანგს დამიზნებული ჩაქუჩები

AutoSharing Option
ლონდონის "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობა "ასტონ ვილასთვის" წინადადებას ამზადებს. "ჩაქუჩების" მთავარი მწვრთნელის ავრამ გრანტის დაჟინებული თხოვნით, კლუბის ადმინისტრაციამ 2,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაამზადა და ამ თანხით ბირმინგემელთა მცველის ლუკ იანგის შეძენას შეეცდება.

ივლისის ბოლოს ინგლისის ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა "ლივერპულში" გადასვლა სცადა, მაგრამ კლუბები საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ და ლუკს "ვილა პარკზე" დარჩენა მოუხდა.

რაც შეეხება "ვესტ ჰემს", ლონდონელებს სხვა ტრანსფერების განხორციელებაც დაუგეგმავთ. კერძოდ, "ჩაქუჩები" იტალიურ "ჯენოას" 22 წლის ბელგიელ ანტონი ვანდენ ბორეს შესახებ ელაპარაკებიან, ხოლო "მანჩესტერ სიტისგან" 21 წლის ეკვადორელი
ფელიპე კაისედოს შეძენა სურთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული