"ოლდ ტრეფორდის" კონტრშეტევა

AutoSharing Option
გუშინ მოგახსენებდით, რომ "არსენალის" ამერიკელმა მეპატრონემ, მილიარდერმა სტენ კროენკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეპატრონეების, თავისი თანამემამულეების, გლეიზერების დასაცავად აიმაღლა ხმა.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს გლეიზერები არ უყვართ, კროენკმა კი გამოაცხადა, რომ მათ მანჩესტერული კლუბის წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვით. კერძოდ, მან თქვა: "მე, რომ ამ კლუბის გულშემატკივარი ვიყო, აღფრთოვანებული ვიქნებოდი".

"არამკითხე მოამბის" განცხადებას "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, დანკან დრასდომ დაუყოვნებლივ გასცა პასუხი. მან გაავრცელა განცხადება, სადაც წერია:

"მე კი "არსენალის" ფანი რომ ვიყო, შევშფოთდებოდი, რატომ ვქომაგობ ამ გუნდს. გლეიზერების მხარდაჭერაში, თავისთავად,
ცუდი არაფერია. გაუგებარი ის არის, რატომ უნდა მოგწონდეს იმ ხალხის მოღვაწეობა, რომელთაც კლუბის ვალები არანორმალურად გაზარდეს და ყოველ საქციელზე ეტყობათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბედი საერთოდ არ ადარდებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული