ბექჰემი: ინგლისის ნაკრებში დაბრუნება მინდა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გალაქსის" 36 წლის ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებში დაბრუნების იმედს არ კარგავს და გამოძახებას ელოდება.

"ცუდად არ ვთამაშობ და ჯერ კიდევ ფორმაში ვარ. საერთაშორისო კარიერა არ დამისრულებია და არასდროს მითქვამს, რომ ინგლისის ნაკრებში გამოსვლა დავასრულე.

თუ ვინმე დაშავდება, ან შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს, მის შესაცვლელად მზად ვარ. მინდა ნაკრებში ისევ ვითამაშო და მჯერა, რომ ვითამაშებ კიდეც".

ნახევარმცველმა ბოლო 115-ე მატჩი ეროვნულ ნაკრებში, 2009 წლის ოქტომბერში, ბელარუსის წინააღმდეგ ჩაატარა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული