"მანჩეტსერ იუნაიტედის" მცველი რიო ფერდინანდი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ტოტენჰემი" და რამდენიმე ამერიკული კლუბი იჩენდა.
ფერდინანდის კონტრაქტი "მანჩეტსერ იუნაიტედთან" 2013 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. ამას გარდა, ხელშეკრულება მისი ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.