არტეტას ინგლისის ნაკრებში უნდა

AutoSharing Option
"ევერტონის" ესპანელი ნახევარმცველი მიკელ არტეტა ინგლისის ნაკრებში თამაშზე ოცნებობს. მაღალი დონის შუახაზელების სიმრავლის გამო, არტეტას ესპანეთის ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი არასდროს მისცემია და ახლა, როცა სამშობლოს ნაკრებში მოხვედრაზე მან საბოლოოდ ჩაიქნია ხელი, მზადაა, ინგლისელთა ღირსება დაიცვას – ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი ამას ფაბიო კაპელო ისურვებს.

"არ ვიცი, რას ფიქრობს კაპელო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ იგი ჩემი სურვილის შესახებ შეიტყობს და გამომიძახებს, წამითაც არ დავფიქრდები", - ამბობს არტეტა, რომელსაც სხვათა შორის, უკვე აქვს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული